აფხაზმა მილიციელებმა ოჯახს 27 წლის ლაშა ოკუჯავას ცხედარი დაუბრუნეს. ახალგაზრდა სეპარატისტებმა გუშინ სოფელ თაგილონში მოკლეს. სეპარატისტებმა გაეროს დამკვირვებლებს მოკლული ახალგაზრდის ოჯახთან შეხვედრაში ხელი შეუშალეს.
ქართველ ოჯახებში მთვრალი აფხაზი მილიციელები შემოიჭრნენ და მუხლებზე დაჩოქება უბრძანეს. ოკუჯავამ ამაზე უარი განაცხადა და თავდამსხმელებმა ის მშობლების თვალწინ მოკლეს.
აფხაზებმა მობილური საგუშაგო თაგილონშიც გახსნეს. გალის რაიონში დღეს დილიდან 15 შეიარაღებული პირი პატრულირებს.
